|
2019-04-04 16:16:12, 1193 ნახვა
საზოგადოება
„300 არაგველზე“ ტექნიკური ხარვეზის გამო, ვაგონი მგზავრებისგან დაცალეს
მეტროსადგურ "300 არაგველზე" ტექნიკური ხარვეზის გამო, ვაგონი მგზავრებისგან დაცალეს. როგორც "ექსპრესნიუსს" მეტროპილიტენის საზოგადოებასტან ურთიერთობის სამსახურმა განუცხადა, მეტროპოლიტენის მუშაობა შეფერხების გარეშე მიმდინარეობდა და მგზავრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შემდეგ მატარებელს გაჰყოლოდნენ. „300 არაგველზე“ ვაგონი ჩიხში ტექნიკური ხარვეზის გამო შევიდა. როგორ უნდა მოიქცეს მემანქანე მსგავსს სიტუაციაში ინსტრუქციის მიხედვით არის გაწერილი. სწორედ ამიტომ დაიცალა ვაგონი მგზავრებისგან და ჩიხში შესამოწმებლად შევიდა. მგზავრებმა მომდევნო მატარებლით იმგზავრეს. მოძრაობა არ შეჩერებულა, ამიტომ შეფერხებას ვერ დავარქმევთ. უბრალოდ მგზვრებისგან დაიცალა მატარებელი და ისინი ბაქანზე მომდევნო მატარებელს დაელოდნენ. ეს სიტუაცია დაახლოებით ორ წუთამდე გაგრძელდა“, - აცხადებენ მეტროპოლიტენში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)