|
2019-04-04 14:05:06, 1340 ნახვა
საზოგადოება
დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა საქართველო დატოვა
დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა, რომელსაც ყოფილი მეუღლე ძალადობაში ადანაშაულებს, საქართველო დატოვა, - ამის შესახე მისმა ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ადვოკატის ინფორმავიით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი მადრიდში, დედამისთან გაემგზავრა. მისივე განმარტებით, გამგზავრების შესახებ გადაწყვეტილება მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გუშინ, გვიან ღამით მას შემდეგ მიიღო, რაც დედის ცუდად ყოფნის შესახებ შეიტყო. კითხვაზე - აქვს თუ არა მტკიცებულება დავით ბაგრატიონ-მუხრანლეს, რომ დედა ნამდვილად ავად ჰყავს, ადვოკატმა აღნიშნა, რომ შესაბამის დოკუმენტაციას მას შემდეგ გაასაჯაროებენ, როდესაც ბაგრატიონ-მუხრანელი საავადმყოფოში მივა. „როგორც კი ბატონი დავითი ჩავა ესპანეთში, ჯერ გზაშია, ჰოსპიტლიდან მოცემულ ყველა დოკუმენტაციას გავასაჯაროებთ. ის, რომ ასეთი ბრალდებები წამოვიდა მის შვილთან მიმართებაში, ამან იქონია სტრესული გავლენა მასზე, მიიღო ღამით შეტევა და გადაიყვანეს კლინიკაში. პირველი ბატონ დავითს გამოძიებისთვის არ შეუტყობინებია ქვეყნის დატოვების შესახებ, ამაში უკანონო არაფერი იყო, ის არ არის ძებნაში და შესაბამისად მან თავისუფლებად შეძლო საზღვრის გადაკვეთა“, - აღნიშნა ჩხეიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)