|
2019-04-03 14:06:26, 1141 ნახვა
საზოგადოება
TBC ბანკმა ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული ჯარიმა გადაიხადა
"თიბისი ბანკმა" ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული 1,100,000 ლარის ჯარიმა გადაიხადა, - ამის შესახებ ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებულ წლიურ ანგარიშში არის ნათქვამი. "თიბისი ბანკმა" დაკისრებული ჯარიმა 12 მარტს გადაიხადა. "ჩვენ დავადგინეთ რომ ჯარიმა სწორად იყო დაკისრებული და მის გადახდას დავთანხმდით. შესაბამისი გადახდა განხორციელდა 2019 წლის 12 მარტს", - წერია "თიბისი ბანკის" მიერ გამოქვეყნებულ 2018 წლის აუდიტორულ ანგარიშში. ცნობისთვის, რომ „თიბისი ბანკმა“ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება თავდაპირველად გაასაჩივრა, რის შემდეგადაც სასამართლო ჰარიმის გადახდა შეაჩერა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საკითხით დაინტერესდა, უწყებამ ისინი გამოკითხა და ასევე პარლამენტში მათი მოსმენა მოხდა. გარდა ამისა, ეროვნულმა ბანკმა ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დატოვება დააკისრა. საბჭოს დატოვების შესახებ ბანკის დამფუძნებლებმა 2 აპრილს განაცხადს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)