|
2019-04-03 11:28:14, 1247 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ტაილანდის სამეფოს დელეგაციის წევრებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ტაილანდის სამეფოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს შეხვდა. დელეგაციას ტაილანდის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი სისავატ ვონგსინსავატი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები განიხილეს. ლევან დავითაშვილმა მსოფლიო მასშტაბით ქართული ღვინის კულტურის ცნობადობის მნიშვნელობასა და ექსპორტის გაზრდილ მაჩვენებელზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება დარგის მარეგულირებელი სახელმწიფო უწყების „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ საქმიანობაზე გაამახვილა. მინისტრმა დელეგაციის წევრებს სატყეო სექტორში განხორციელებული რეფორმის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და ქვეყნისთვის ტყის მდგრადი მართვის პრიორიტეტულობის საკითხზე ისაუბრა. „გასულ წელს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი მნიშვნელოვანი მისიით იმყოფებოდა ტაილანდში. ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი განვიხილეთ. დღევანდელ შეხვედრაზე, ვისაუბრეთ კონკრეტულ სფეროებში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მათ შორის ტყის მდგრადი მართვის, რძის და ღვინის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩვენ მზად ვართ ქართულ მხარესთან მომავალშიც განვაგრძოთ ნაყოფიერი თანამშრომლობა“, - განაცხადა სისავატ ვონგსინსავატმა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი და შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)