|
2019-04-02 13:10:03, 1193 ნახვა
საზოგადოება
„დირსის“ შენობაში შეჭრილი დევნილები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ და შიმშილობის დაწყებით იმუქრებიან
„დირსის" საცხოვრებელ კომპლექსში შეჭრილი 150-მდე დევნილი ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს და შიმშილობის დაწყებით იმუქრება. დევნილების 3 მოთხოვნა აქვთ, კერძოდ - მოიხსნას კომპლექსში საპოლიციო კორდონი, ადვოკატთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცეთ და მედიის წარმომადგენლები შენობაში შეუშვან. ამასთან, ისინი დაუყოვნებლივ ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. დევნილების თქმით, ისინი შენობის დატოვებს არ აპირებენ. მათ ულტიმატუმს ვადა საღამოს 18:00 საათზე იწურება. „იქ მყოფები დამიკავშირდნენ და სამი მოთხოვნა წამოაყენეს. უახლოეს საათებში პოლიციის კორდონების დაშლა. ჩვენი ადვოკატის დაშვება ხალხთან საკომუნიკაციოდ და ჟურნალისტების შეშვება. იქ ადეკვატური ხალხი ზის, რომლებიც ამ მდგომარეობამდე მიიყვანა უსულ-გულობამ. ასევე 3 ქალი, უკვე მეოთხე დღეა შიმშილობს. დანარჩენებიც დაიწყებენ შიმშილობას თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. არ აქვთ არც წყალი და არც ელექტროენერგია. შენობაში იმყოფებიან მცირეწლოვანი ბავშვებიც. საკვებს ახლობლები აწვდიან", - აღნიშნა ერთ-ერთმა დევნილმა. ცნობისთვის, დევნილები "დირსში" უკვე მეოთხე დღე იმყოფებიან. ისინი ბინებით უზრუნველყოფას ითხოვენ. მოგვიანებით განცხადება "დირსის" დირექტორმა გაავრცელა. მისი თქმით, დევნილების შემოჭრის გამო, კომპანიას ზარალი ადგება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)