|
2019-04-02 12:00:01, 1050 ნახვა
საზოგადოება
სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვა შეწყვიტეს - ისინი პროფკავშირს დააფუძნებენ
სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოში“ დასაქმებულმა სოციალურმა მუშაკებმა დღეიდან გაფიცვა შეწყვიტეს. როგორც სოცმუშაკების ნაწილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ისინი სამუშაო პროცესს უბრუნდებიან. ამასთან, მათივე თქმით, მოთხოვნათა ნაწილი კვლავ შეუსრულებელია და პრობლემების მოსაგვარებლად ისინი ბრძოლას განაგრძობენ. სოცმუშაკებმა, რომლებიც 25 მარტიდან გაფიცულები იყვნენ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პროფესიული კავშირი დააფუძნონ. „ამ ეტაპზე არ არის დაკმაყოფილებული ჩვენ მიერ წამოყენებული მოთხოვნების დიდი ნაწილი. ამასთანავე, 1 აპრილს განცხადებით მივმართეთ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, ასევე სოციალური საკითხებისა და ჯანდაცვის კომიტეტს და ვთხოვეთ პარლამენტს, თავისი საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში უზრუნველყოს ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებს შორის კოორდინაცია, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს სოციალური მუშაკების სამუშაო პირობების გაუმჯობესება“, - აღნიშნავენ სოციალური მუშაკები. ცნობისთვის, სოოციალური მუშაკები მთელი საქართველოს მასშტაბით 25 მარტს გაიფიცნენ. გაფიცულები სამუშაო პირობებს გაუმჯობესებას ითხოვდნენ. სოციალური მუშაკების განცხადებით, პრობლემას არასათანადო სერვისები, დაბალი ხელფასი და შტატების სიმცირე წარმოადგენს. 28 მარტს გაფიცულ სოცმუშაკებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრმა განაცხადა, რომ გაფიცულებთან შეთანხმება შედგა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)