13:47 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-02 12:04:50, 1156 ნახვა

საზოგადოება
„დირსის“ დირექტორი: დევნილების შემოჭრის გამო, ზარალი გვადგება - ბინების შიდა ხის კარებს ამტვრევენ და წვავენ

დევნილების შემოჭრის გამო, ზარალი გვადგება, იმედი მაქვს, სახელმწიფო უწყებები დროულად აღკვეთენ ამ ფაქტს, - ამის შესახებ „ას ჯორჯია-დირსის“ გენერალურმა დირექტორმა, ბესიკ ჯიქურაულმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე  „დირსის“ ორ კორპუსში დევნილების შეჭრასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისი განმარტებით,  დევნილები უკანონოდ შეიჭრნენ მათ საკუთრებაში.

ამასთან, მისივე მტკიცებით, ეს ფაქტი აზარალებს მათ ბიზნესს და საფრთხეს უქმნის ინვესტიციების განხორციელებას.

„ეს არის კერძო საკუთრების შელახვა, რაც არის მიუღებელი. პოლიცია უმაღლეს დონეზე მუშაობს პირველივე დღიდან, თუმცა მათ არ აქვთ უფლება, რომ იძულების გზით გამოიყვანონ ეს ადამიანები. მათი შეჭრით ზიანი ადგება ჩვენს ქონებას, ინვესტიციასა და სამომავლო გეგმებს. დიდი იმედი მაქვს, სახელმწიფო უწყებები კოორდინირებულად იმუშავებენ და მალე აღკვეთენ ამ ფაქტს.

ნამდვილად არ ვიყავით მათი თავდასხმისთვის მზად. კორპუსს ელექტროენერგია და წყალი არ მიწოდება, რადგან სამუშაოები დასრულებული არაა და საფრთხის შემცველია, ზოგიერთ სართულზე კაბელები ღია მდგომარეობაშია. ბინებში შიდა კარები ხის არის და როგორც ვიცით, გუშინ ისინი დაამტვრიეს დაწვეს“, - აღნიშნა  ბესო ჯიქურაულმა. 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
ჯგუფური ძალადობა გარდაბანში - ორმა პირმა თანასოფლელი სცემა
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics