|
2019-04-02 11:11:27, 897 ნახვა
საზოგადოება
პროფესიული მომზადება-გადამზადების სახელმწიფო პროგრამის ახალი ეტაპი დღეიდან დაიწყო
სოციალური მომსახურების სააგენტომ სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ახალი ეტაპი დაიწყო. პროგრამაში ჩართვის მსურველების რეგისტრაცია 2 აპრილიდან 12 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. სწავლის პროცესი კი 15 აპრილს დაიწყება. უფასო პროგრამით სარგებლობის უფლება 16 წლის ასაკს გადაცილებულ, შრომითი ქმედუნარიანობის მქონე, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ. პროფესიულ კურსებზე სწავლის მსურველებს სააგენტო ვაუჩერს გადასცემს, რომლის მაქსიმალური ღირებულება 1000 ლარს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის კი 1500 ლარს შეადგენს. მომზადება-გადამზადების კურსები 2-დან 4 თვემდე გრძელდება. მოკლევადიანი კურსების გავლა, საქართველოს მასშტაბით, 31, როგორც სახელმწიფო ისე კერძო, აკრედიტირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაშია შესაძლებელი. მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამები შრომის ბაზრის თვისობრივი კვლევის საფუძველზე შემუშავდა, რომელმაც 34 მოთხოვნადი პროფესია გამოავლინა. პროგრამაში ჩართვის მსურველებისთვის აუცილებელ პირობას შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა − www.worknet.gov.ge -ზე რეგისტრაცია წარმოადგენს. სამუშაოს მაძიებელმა, დადგენილ ვადებში, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს უნდა მიმართოს და რეგისტრაცია გაიაროს. სამუშაოს მაძიებელმა თან უნდა იქონიოს: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი, პროგრამით უპირატესი უფლებით სარგებლობისათვის შესაბამისი სამიზნე ჯგუფის მიკუთვნებულობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამების შერჩევისას, სააგენტო წინასწარი კონსულტაციების საშუალებით (მოტივაციის, პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევების, სამუშაო გამოცდილებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით), დახმარებას გაუწევს სამუშაოს მაძიებლებს პროგრამის შესახებ ინფორმაციის მიღებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს - 1505.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)