|
2019-04-01 16:37:48, 1191 ნახვა
საზოგადოება
„მესამე დღეა ვდგავართ დატანჯულები“ – „დირსში“ დევნილები შეიჭრნენ
„დირსის“ ახალაშენებულ კორპუსებში 300-მდე დევნილი შეიჭრა, რომელთაც გათბობის მიზნით ცეცხლი დაანთეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს. მათივე ცნობით, დილიდან შენობებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. ამასთან, დილით კორპუსებში საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტი წარმოშვა, თუმცა, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მოსახლეობას მისცეს საშუალება, რომ მცირე ოდენობის საკვები პროდუქტები შეეტანათ დაკავებულ ტერიტორიაზე. მესამე დღეა, ვდგავართ, მშიერი, გაციებული, გატანჯული. ჩვენ მთავრობას არ უნდა ჩვენი თავი. ბინას ვითხოვთ 27 წელია უკვე. ხალხმა 5 ბინა მიიღო და ჩვენ ერთის ღირსი არ ვართ. ამბობენ ქულა, რა ქულა, ქულით გამიშვეს აფხაზეთიდან, რა ქულა მინდა... ობოლ ბავშვს ვზრდი, შვილიშვილს. ჩვენ ნორმალურად ველოდებოდით, მაგრამ ყიდვა-გაყიდვა მიდის ჩვენს თვალწინ“, - აღნიშნა ერთ-ერთმა დევნილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)