|
2019-04-01 14:35:24, 1440 ნახვა
საზოგადოება
რა შემთხვევაში დასჯიან მძღოლს თუ ნარკოტესტს ვერ გაივლის - „ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“
"ნარკომანიის პრევენციის ცენტრის" დირექტორის მოადგილის გური მენაბდიშვილის განცხადებით, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მართვის გამო მძღოლს პასუხისგებაში მხოლოდ ნარკოტესტირების შედეგებით არ მისცემენ. მენაბდიშვილის განმარტებით, მძროლს კლინიკური შემოწმება ჩაუტარდება, რომელსაც ნარკოლოგ-ექსპერტები განახორციელებენ. მისივე თქმით, ნარკოტესტირება შეიძლება განხილული იყოს როგორც სელექციური ნაწილი, რომლითაც გადაწყდება, ვინ გადაიყვანონ კლინიკური ზემოქმედების დასადგენად და ვინ - არა. "აქ ყველაზე მნიშვნელოვანია არა ის, რამდენი საათის წინ მოიხმარა პირმა ნარკოტიკული ნივთიერება ან არის თუ არა მის ორგანიზმში, არამედ არის თუ არა ის ზემოქმედების ანუ თრობის ქვეშ. ტესტი ადგენს მხოლოდ 1-დან 8 საათამდე მოხმარებას. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პირი იმ წუთიდან არის დასჯილი. პირი აუცილებლად უნდა იყოს გამოკვლეული როგორც ვიზუალური დათვალიერებით, ასევე შესწავლილი უნდა იყოს მისი ფსიქიკური და ნევროლოგიური მდგომარეობა", - აღნიშნა გური მენაბდიშვილმა. ცნობისთვის, დღეიდან სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება. კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა, ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ასევე, 3 წლის ვადით სხვადასხვა უფლებების, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)