|
2019-04-01 11:25:22, 907 ნახვა
საზოგადოება
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული გუნდი თიბისის მხარდაჭერით NASA-ში გაემგზავრება
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ათასწლეულის ინოვაციის კონკურის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. წლევანდელი კონკურსის გამარჯვებული პროექტი „ბარნის სმარტ ლაბირინთი" გახდა. პროექტის ავტორები - თბილისის ამერიკული აკადემიის, სკოლა „Aia-Gess"-ისა და ქუთაისის სკოლა „პროგრესის" მოსწავლეები, თიბისის ფინანსური მხარდაჭერით აშშ-ში გაემგზავრებიან და NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას. ჟიურის გადაწყვეტილებით, მეორე ადგილზე თიბისის სტიპენდიატების, კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მოსწავლეების პროექტი - „მოძრაობის სკანერი" გავიდა. ავტორები სტენფორდის უნივერსიტეტში რობოტიკის 1 კვირიან კურსს გაივლიან. მესამე საპრიზო ადგილი კი პროექტმა „ესკულაპე" დაიკავა, რომლის შემქმნელებიც ბელგიაში გაემგზავრებიან. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი 2014 წლიდან საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და ნასას კოსმოსურ ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს. წლევანდელი კონკურსის პარტნიორია თიბისი, ტექნოლოგიური მხარდამჭერი კი - "სილქნეტი". ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ახალგაზრდებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას ემსახურება. პროექტის ერთ-ერთი მიზანია გამარჯვებული მოსწავლეების დაკავშირება კერძო სექტორთან და წარმატებულ მეცნიერებთან, რაც ხელს შეუწყობს მათი ცოდნის გაღრმავებასა და სამომავლო პარტნიორობას.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)