11:32 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-29 16:59:27, 1345 ნახვა

საზოგადოება
ფონდი „ქართუ“ ზვიად გამსახურდიას დაღუპვის ადგილას მუზეუმს გახსნის

ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიბულაში იმყოფებოდა. მისი გადაწყვეტილებით, სახლში, სადაც ზვიად გამსახურდია ტრაგიკულად დაიღუპა, ის მუზეუმის შექმნას დააფინანსებს. ბიძინა ივანიშვილის პირადი სახსრებითვე მუზეუმის გარშემო გაკეთდება დასასვენებელი პარკი და აშენდება ეკლესია.

ხიბულაში ყოფნისას ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გეცნო. მან ადგილზევე მიიღო მიიღო გადაწყვეტილება სოფლისთვის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, გაზითა და  წყლით უზრუნველყოფის დაფინანსების შესახებ.

„ჩათვალეთ, რომ ამას ის კაცი გიკეთებთ, ვინც აქ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა", - ასე მიართა ბიძინა ივანიშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას.

ამის გარდა, როგორ მთავარი, ისე შიდა გზების, რეაბილიტაციას, რასაც ამ ეტაპზე ვერ წვდება სახელმწიფო, ბიძინა ივანიშვილი დააფინანსებს. ადგილობრივს იგი ახალი საბავშვო ბაღის აშენებასაც დაპირდა. შესაბამისი დავალებები მან ფონდ „ქართუს" თავმჯდომარეს ნიკო ჩხეტიანს ადგილზე მისცა.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics