|
2019-03-29 14:50:48, 1162 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სახლში სამოგზაურო დაზღვევით 28 442 მოქალაქემ ისარგებლა
ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისას, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს უფლება აქვს მოითხოვოს შემდეგი საბუთები: საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი, სამოგზაურო დაზღვევა, მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი. იუსტიციის სახლში საქართველოს მოქალაქის პასპორტთან ერთად, შესაძლებელია გაიცეს სამოგზაურო დაზღვევაც. იუსტიციის სახლი პირველი სახელმწიფო უწყებაა, რომელმაც კერძო სექტორის სერვისების გაცემა დაიწყო. იუსტიციის სახლში სამოგზაურო დაზღვევით 28 442 მოქალაქემ ისარგებლა. სადაზღვევო პოლისები კომპანია „უნისონს" ეკუთვნის, რომლის შერჩევაც საჯარო აუქციონის საფუძველზე განხორციელდა. იუსტიციის სახლში პასპორტის ასაღებად მოსულ მომხმარებელს ოპერატორი სამოგზაურო დაზღვევის პოლისსაც სთავაზობს, თუმცა პოლისის მიღება ნებისმიერ სხვა მომხმარებელსაც შეუძლია. „უნისონის" სამოგზაურო დაზღვევა ორნაირია და მოიცავს, როგორც სამოგზაუროდ საჭირო რაოდენობის დღეების დაზღვევას, რომლის ღირებულება დღეში ერთი ლარია, ისე 1 წლიან მულტი პოლისს, რომლის ღირებულება 90 ლარია. იუსტიციის სახლში კომპანია „უნისონის" სამოგზაურო დაზღვევის შეძენა შეუძლია ყველა მომხმარებელს, მათ შორის უცხოელებსაც. პოლისის მისაღებად კი მხოლოდ პასპორტის წარდგენაა აუცილებელი. ამასთანავე, კომპანია „უნისონი" იუსტიციის სახლის მომხმარებელს დამატებით მომსახურებასაც შესთავაზებს, მათ შორის: ბარგის დაკარგვით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება/მომსახურება, გადაუდებელი ოფთალმოლოგიური მომსახურება.
(NS)
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)