|
2019-03-29 13:52:16, 1466 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ქმნიან მითებს, რომ აჭარა მიზიდულობას კარგავს, საქმით ვპასუხობთ
აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. თავმჯდომარის ხელმძღვანელობით მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა. თორნიკე რიჟვაძემ დადებითად შეაფასა პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ვიზიტი რეგიონში და ბათუმის დრამატული თეატრის რეაბილიტაციისთვის ფონდ ,,ქართუს" მადლობა გადაუხადა. მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა იმ მნიშვნელოვან ნახევარ მილიარდიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციაზე, რომელიც ქობულეთში ხორციელდება. ,,ეს არის უმსხვილესი ევროპული საინვესტიციო პროექტი აჭარის ისტორიაში და ადგილობრივი ეკონომიკის აღმშენებლობის ახალი ტალღა. იმ პოლიტიკურ ძალებს, რომელიც ქმნიან გარკვეულ მითებს, რომ აჭარა კარგავს მიზიდულობას, ჩვენ ვპასუხობთ საქმით, თუ როგორ შეიძლება წინა ხელისუფლების დროს ერთ ლარად გაყიდული ქონების 6 მილიონ ლარად გაყიდვა. ჩვენი ხელისუფლების მთავარი წყარო არის ხალხი და ანგარიშვალდებულნი ვართ მათ წინაშე. გვაქვს ძალიან ზუსტი გეგმა და ხედვა, თუ როგორ უნდა შევძლოთ ორი წლის განმავლობაში ამ ინვესტიციების გაოთხმაგება და რეგიონში შევქმნათ არანაკლებ 6 000 სამუშაო ადგილი''. ასევე, თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა ბათუმში დაგეგმილი განათლების ქალაქის მშენებლობაზე და მის მნიშვნელობაზე: ,,პრემიერ მინისტრის ინიციატივით, ბათუმში ვაპირებთ განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობას. ეს იქნება ერთ სივრცეში მოქცეული განათლების ყველა საფეხური. დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ჩვენ შევძლებთ შესაბამისი ადგილის განსაზღვრას აღნიშნული ცენტრის შესაქმნელად". მთავრობის სხდომაზე ხაზი გაესვა მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ,,დაწყებულია მოლაპარაკებები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ნაგავსაყრელის პროექტთან დაკავშირებით და 15 აპრილამდე შევძლებთ აღნიშნული ხელშეკრულების ხელმოწერას. ის ამბიციური გეგმა, რომელიც ეხება ინფრასტრუქტურას, ეკონომიკის სისტემურ რეფორმას, მეტ ინვესტიციას და დასაქმების შესაძლებლობების შექმნას იქნება უპირობოდ განხორციელებული". სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, კერძოდ, 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში და მისი უმაღლესი საბჭოსთვის წარდგენის პროექტი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად განხორცილებული ცვლილებებია. ცვლილებები ეხება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების და დამატებითი ვადის მიცემის წესის განსაზღვრას. განკარგულებაში დაზუსტდა სამართლებრივი დეტალები და კონკრეტულად გაიწერა პროცედურული ნაწილი. ცვლილებების მიზანია საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, დაამკვიდროს ერთიანი მიდგომა და წესები იმ ინვესტორების მიმართ, რომლებსაც აქვთ ნაკისრი ვალდებულება საინვესტიციო საქმიანობის განსახორციელებლად.
(NS)
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)