10:16 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-28 12:41:09, 1214 ნახვა

საზოგადოება
საია პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების ფაქტებზე სამართალდამცავთა რეაგირებას კრიტიკულად აფასებს

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელების ფაქტზე კიდევ ერთი პირის დაკავებას ეხმაურება და აღნიშნულ საქმეზე სამართალდამცავთა რეაგირებას კრიტიკულად აფასებს.

საია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებული ქმედებები ქმნის პირადი ცხოვრების ამსასხველი მასალის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ილუზიას, რამდენადაც, სავარაუდოდ, არ ტარდება რეალური ღონისძიებები ამგვარი ქმედების დანაშაულის პირველწყაროს დასჯის მიზნით.

„სისხლისამართლებრივი დევნა ფრაგმენტულად იწყება ადამიანების მიმართ მასალის ინტერნეტში ატვირთვის გამო, მაშინ, როდესაც პრინციპულად მნიშვნელოვანია პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის დამზადებასა და გავრცელების დაკვეთაში ბრალდებული პირების იდენტიფიცირება და პასუხისგებაში მიცემა. არსებული ვითარება არ ახდენს პრევენციას და ქმნის მომავალში მსგავსი დანაშაულების ჩადენის საფრთხეს. ამასთან, საკითხის აქტუალურობის და სიმწვავის მიუხედავად, საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი, რა მოქმედებები ტარდება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის დამზადების და პირველად გავრცელების შესახებ ეფექტიანი გამოძიების მიზნით.

საია მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს პროკურატურას, ეფექტიანად გამოიძიოს სადავო პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის დამზადების და გავრცელების დაკვეთის ფაქტები“, - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics