|
2019-03-22 09:56:39, 986 ნახვა
საზოგადოება
ზღვის უბნის მე-10 კვარტალში 5 000-მდე კვადრატულ მეტრ ფართობზე რეკრეაციული ზონა და სპორტული სივრცე მოეწყობა
ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის (თემქის) მე-10 კვარტალში, N22 საბავშვო ბაღის წინ, ავტოსადგომადქცეულ ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონა და სპორტული სივრცე მოეწყობა. ამის შესახებ ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის მერისა და გამგებლების ვიდეოდიალოგის დროს, მოქალაქეების შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა. „აღნიშნული ტერიტორია ავტოსადგომად არის გადაქცეული. მოსახლეობა ითხოვდა, სარეკრეაციო ზონა აღდგენილიყო. ეს სივრცე რამდენიმე ფუნქციურ ზონად დაიყოფა - მოეწყობა სკვერი ახალი LED განათებებით და სარწყავი სისტემით. ასევე, გაკეთდება კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები ტრიბუნებით. მოსახლეობის მოთხოვნით და მათთან შეთანხმებით, შევინარჩუნებთ საპარკინგე ზონას, რომელიც უფრო კეთილმოწყობილი იქნება. დაახლოებით, 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობამდეა აღნიშნული ტერიტორია და თემქაზე, 22-ე საბავშვო ბაღის წინ ძალიან კარგი დასასვენებელი სივრცე იქნება“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. პროექტის განხორციელება შესაბამისი ტენდერის დასრულების შემდეგ დაიწყება. ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა ბიუჯეტიდან დაახლოებით, 217 000 ლარს გამოყოფს.
(NS)
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)