|
2019-03-22 09:45:31, 1106 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: ვაშლიჯვრის პანდუსის მშენებლობა აპრილის ბოლოს დასრულდება
ვაშლიჯვრის პანდუსის მშენებლობა აპრილის ბოლოს დასრულდება და იქ დღეისათვის არსებული საცობების პრობლემაც მოწესრიგდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოქალაქე მარინა მესხის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც სოციალური ქსელის მეშვეობით გამართული ვიდეოდიალოგის დროს კახა კალაძემ აღნიშნა, ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე არსებული საცობების პრობლემა იქ მიმდინარე პანდუსის სამშენებლო სამუშაოებით არის გამოწვეული. „თბილისის მერია ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. ეს არის ვაშლიჯვრიდან გადმოსასვლელი პანდუსის მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ, გზის ეს მონაკვეთი საცობებისგან განიტვირთება“, - განაცხადა თბილისის მერმა. კახა კალაძე დედაქალაქის მერიის იმ ახალ საგზაო პროექტსაც შეეხო, რომელიც ვაშლიჯვრის გზას „112“-ის ოფისიდან გელოვანის გამზირთან დააკავშირებს. თბილისის მერის თქმით, აღნიშნული მასშტაბური საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას მერია უახლოეს დღეებში დაიწყებს.
(NS)
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)