|
2015-06-22 14:24:06, 2478 ნახვა
სპორტი
დეპუტატების მოსაზრებით, მაღალმთიან რეგიონებში პენსიონერებისათვის სოციალური შეღავათი 2018 წლამდე უნდა ამოქმედდეს
მაღალმთიან რეგიონებში პენსიონერებმა ყოველთვიური დანამატი შესაძლოა, 2018 წლიდან მიიღონ. აღნიშნულს „მთის შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს“, რომელიც დღეს, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს. შემოთავაზებული ვარიანტით, ყოველთვიურ პენსიასთან ერთად დანამატის სახით, სახელმწიფო პენსიის არანაკლებ 20 %-ს მაღალმთიან რეგიონებში მუდმივად მცხოვრები , მხოლოდ ასაკს მიღწეული პირები მიიღებენ. ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეს პროექტის ამ ნაწილთან დაკავშირებით შენიშვნა ჰქონდა. ხუნდაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ ფინანსთა სამინისტროსთან გაიმართოს კონსულტაციები, რომ ამ სოციალური შეღავათით არა მხოლოდ საპენსიო ასაკს მიღწეულმა, არამედ, იმ პირებმაც ისარგებლონ, რომლებიც სხვა სახის პენსიას იღებენ. ხუნდაძეს კანონპროექტის ამ ნაწილის ამოქმედების ვადასთან დაკავშირებითაც ქონდა შენიშვნა. „კანონი და სოციალური შეღავათები არის იმისათვის, რომ ეს არსებული მძიმე ვითარება გავაუმჯობესოთ. 2018 წლამდე არის სამი წელი... ასევე, ეს შეღავათი, არათანაბარ პირობებში, მხოლოდ ასაკით პენსიონერებისთვის არის გათვალისწინებული. არ მგონია, რომ ეს სწორი იყოს. ვფიქრობ, ფინანსთა სამინისტროსთან მოგვიწევს ამ თემაზე დამატებითი კონსულტაციები და მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ხუნდაძემ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თენგიზ შერგელაშვილის განმარტებით, მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები პენსიონერებისთვის ამ სოციალური შეღავათის ამოქმედების ვადად 2018 წელი თანხების ეკონომიის მიზნით არ განსაზღვრულა. “ამას არ აქვს მხოლოდ ფინანსური არგუმენტაცია, მთავრობა მუშაობს საპენსიო სისტემის რეფორმაზე და შესაბამისად ფინანსტა, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციის საფუძველზე იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. იმ პერიოდისთვის ჩვენ გვექნევა უკვე რეფორმირებული მოდელი, ეს არ მომხდარა თანხების ეკონომიის მიზნით”, - აღნიშნა შერგელაშვილმა.
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)