|
2019-03-20 16:27:54, 1966 ნახვა
რეგიონი
თეა წულუკიანი: სამცხე ჯავახეთში რიგით მეხუთე რეგიონული არქივი შენდება
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინფორმაციით, სამცხე ჯავახეთში რიგით მეხუთე რეგიონული არქივი შენდება. ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტში, ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. „წელს და გაისად, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ მშენებლობებს, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია სერვისების ხელმისაწვდომობისთვის. მაის-ივნისში გავხსნით ხონში იუსტიციის სახლს, იუსტიციის სახლის მშენებლობა მიმდინარეობს ბოლნისში, ასევე მიმდინარეობს სამხე-ჯავახეთში ეროვნული არქივის რეგიონული ფილიალის მშენებლობა. ეს იქნება რიგით მეხუთე რეგიონული არქივი, რომელიც ბოლო ექვსი წლის მანძილზე აშენდა", - განაცხადა თეა წულუკიანმა. ცნობისთვის, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ახალ შენობებში განთავსდა: ქვემო ქართლის რეგიონული არქივი; კახეთის რეგიონული არქივი; სამეგრელოს რეგიონული არქივი; ქუთაისის ცენტრალური არქივი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)