01:32 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-22 11:25:44, 433 ნახვა

საზოგადოება
საგამოცდო ტესტები უკვე საქართველოშია

საგამოცდო ტესტები უკვე საქართველოშია.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, 2015 წლის გამოცდებისათვის ტესტები კონფიდენციალური დოკუმენტაციის ბეჭდვაში აღიარებულმა ავტორიტეტმა, ბრიტანულმა კომპანია „სტივენ ოსტინმა“ დაბეჭდა (Stephen Austin (www.stephenaustin.co.uk). 

საგამოცდო ტესტებს  თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საქართველოს ფოსტის საბაჟო ტერმინალიდან ეროვნული ბანკის საცავსა და რეგიონების პოლიციის მთავარ სამმართველოებში გადაიტანენ.  ტესტების ტრანსპორტირებისას დაცულია უსაფრთხოების ყველა ზომა: საგამოცდო ტესტები მოთავსდა სპეციალურ პოლიეთილენის პაკეტებში, რომელთა გახსნა დაზიანების გარეშე შეუძლებელია. პაკეტები ჩაეწყო ყუთებში და დაილუქა. საგამოცდო ცენტრებს ტესტები უშუალოდ გამოცდის დღეს მიეწოდება. დალუქული ყუთების ტრანსპორტირების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები.

გამოცდებისათვის რეგისტრირებულ აპლიკანტთა რაოდენობა ასე გამოიყურება: ერთიანი ეროვნული გამოცდები  -  40  000 - ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა  საგრანტო კონკურსი -  4 000 - ზე მეტი სტუდენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდა -  12 500 - ზე მეტი  კანდიდატი; პედაგოგთა საგნობრივი გამოცდა - 17 ათასზე მეტი პედაგოგი. 

2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics