12:47 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-16 10:22:11, 1439 ნახვა

სამართალი
შსს-მ თბილისში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, წარსულში ქურდობისათვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი: 1992 წელს დაბადებული ი.ც. და 1987 წელს დაბადებული გ.ს., ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

უწყების ცნობით, ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 15 მარტს თბილისში, სანერგეს 1-ლი ჩიხის ტერიტორიაზე, მოქალაქის ავტომანქანა გაქურდეს და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდნენ, რა დროსაც პოლიციამ ორივე მათგანი ადგილზე დააკავა.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, დაკავებულებმა გამოკითხვისას მათ მიერ თბილისში ჩადენილი ქურდობის კიდევ რამდენი ფაქტი აღიარეს, მათ შორის ავტომობილებისა და საცხოვრებელი ბინის გაქურდვის.

პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics