03:55 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-15 13:52:11, 1511 ნახვა

საზოგადოება
ახალ ზელანდიაში საქართველოს ელჩი - იარაღზე ქართული წარწერების შესახებ ავთენტურობის დამადასტურებელი ინფორმაცია არ გაგვაჩნია

 „ამ ეტაპისთვის არ დასტურდება დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების ყოფნა“, - ამის შესახებ  ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს ელჩმა გიორგი დოლიძემ ალ ზელანდიაში მეჩეთზე თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.

ელჩი ასევე გამოეხმაურა Daily Mail-ის მიერ გამოქვეყნებულ მეჩეთებზე თავდამსხმელის იარაღის ფოტოს, რომელსაც სხვადასხვა ადამიანთან ერთად, ქართულ ენაზე, დავით სოსლანისა და დავით აღმაშენებლის სახელებიც აწერია.

მან აღნიშნა, რომ ქართულ მხარეს ახალ ზელანდიაში ტერაქტთან დაკავშირებით გავრცელებულ ფოტოებზე ავთენტურობის დამადასტურებელი არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია.

„ერთადერთი კომენტარი რაც შემიძლია ამ ეტაპისთვის ​წარწერებთან და მჭიდებთან დაკავშირებით გავაკეთო, არის ის, რომ ქართულ მხარეს ამ სურათების ავთენტურობის დამადასტურებელი არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია. ამ ეტაპზე გამოძიება არ დაგვკავშირებია. წარწერებთან დაკავშირებით კომუნიკაცია გამოძიების პრეროგატივაა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ჩვენთვის ოფიციალურად არავის მოუმართავს, არ გაგვაჩნია არანაირი ოფიციალური ინფორმაცია, რომ ეს წარწერები ავთენტურია და ნამდვილად იყო იმ მჭიდებზე. შესაბამისად, არანაირი კონტაქტი ამ საკითხზე არ გვაქვს“, – განაცხადა გიორგი დოლიძემ.

შეგახსენებთ, ახალ ზელანდიაში, მეჩეთებზე მომხდარ თავდასხმას ბოლო მონაცემებით 40 ადამიანი ემსხვეპრლა, ათობით ადამიანი კი, დაჭრილია. პოლიციამ 4 თავდამსხმელი დააკავა. მათგან ერთ-ერთმა, რომელიც საკუთარ თავს ბრენტონ ტარანტს უწოდებს, სოციალურ ქსელებში პირდაპირი ეთერი ჩაირთო და თავდასხმას გადაიღო. ვიდეო ამ დროისთვის წალილია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics