14:26 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-15 12:17:03, 4227 ნახვა

მსოფლიო
ახალ ზელანდიაში, მეჩეთებზე თავდამსხმელის იარაღზე დავით აღმაშენებლისა და დავით სოსლანის სახელები ქართულად წერია

ახალ ზელანდიაში მეჩეთზე თავდამსხმელის იარაღის ერთ-ერთ მჭიდზე დავით აღმაშენებლისა და დავით სოსლანის სახელები წერია.

ფოტოს daily mail-ი აქვეყნებს.

ქართული წარწერების გარდა, წარწერები სხვადასხვა ენაზე კიდევ რამდენიმე იარაღზეა განთავსებული.

ცნობისთვის, კრაისტეჩერში ორ მეჩეთზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რასაც ბოლო მონაცემებით 40 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასევე დაჭრილია ათობით ადამიანი.

თავდაპირველად მამაკაცი, რომელიც საკუთარ თავს ბრენტონ ტარანტს უწოდებს, მასჯიდ ალ ნურის მეჩეთში მივიდა, სადაც 300-მდე ადამიანი იმყოფებოდა და ცეცხლი გახსნა. ამის შემდეგ კი, თავდასხმა კრაისტჩარჩში მდებარე კიდევ ერთ მეჩეთზე მოხდა.

პოლიციამ ტარანტის გარდა, კიდევ 3 თავდამსხმელი დააკავა. აღსანიშნავია, რომ ბრენტონ ტარტმა სოციალურ ქსელებში პირდაპირი ეთერი ჩართო თავდასხმა გადაიღო. მისი ვიდეოები ამ დროისთვის წაშლილია.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics