|
2019-03-14 15:52:55, 1068 ნახვა
საზოგადოება
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე ესეების კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა
იუსტიციის სასწავლო ცენტრმა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე სტუდენტებისთვის ესეების კონკურსი ჩაატარა. კონკურსში გაიმარჯვა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ვახტანგ ნოღაიდელმა ნაშრომით - „ბავშვთა მიმართ ძალადობის სოციალური ასპექტები“. იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ხათუნა კასრაძემ გამარჯვებულ სტუდენტს და კონკურსში მონაწილეებს სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. პროექტის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების შესახებ, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტების ცნობიერების ამაღლება. იუსტიციის სასწავლო ცენტრმა აღნიშნული კონკურსი გასული წლის ბოლოს, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გამართული 16 დღიანი სამთავრობო კამპანიის ფარგლებში გამოაცხადა. სააპლიკაციო ფორმის შევსების შემდეგ, სამოტივაციო წერილის საფუძველზე, 20 სტუდენტი შეირჩა, რომლებმაც ტრენინგების კვირეული გაიარეს. საბოლოოდ, ფინალურ რაუნდზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამი სტუდენტი გადავიდა. მათგან საუკეთესო კი სიმბოლური საჩუქრით და სერტიფიკატით დაჯილდოვდა. კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრანტებსა და ბაკალავრიატის მე-2, მე-3 და მე-4 კურსელებს. იუსტიციის სასწავლო ცენტრი საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, მომავალშიც გააგრძელებს სტუდენტებისთვის საინტერესო პროექტების შეთავაზებას.
(NS)
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)