|
2019-03-13 19:40:21, 1379 ნახვა
საზოგადოება
ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი ქართულ მხარეს გადმოეცა
ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოასვენეს. ადგილზე იმყოფება ყველა იმ უწყების წარმომადგენელი, რომლებიც გადმოსვენების პროცესში იყვნენ ჩართული, მათ შორის აგილზეა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. გარდაცვლილის ცხედარს ჯერ ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ, რის შემდეგაც ის სახლში იქნება გადასვენებული. ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელია გალში ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით 10 მარტს დააკავეს. ადგილობრივების თქმით, კვარაცხელიასა და ე.წ. მესაზღვრეებს შორის შელაპარაკება მოხდა. ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო უშიშროების სამსახურის ცნობით, საბუთების შესადგენად ირაკლი კვარაცხელია სასაზღვრო სამმართველოს დანაყოფში გადაიყვანეს. "ოთახში მარტო ყოფნისას მან თავი ჩამოიხრჩო. ადგილზე სამედიცინო პერსონალი გამოიძახეს, თუმცა კვარაცხელიას გადარჩენა ვერ მოხერხდა. სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. მომხდარის გარემოებების გამოძიებას კი რუსეთის შესაბამისი უწყებები ახორციელებენ", - ნათქვამია განცხადებაში.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)