|
2019-03-13 15:35:45, 1111 ნახვა
საზოგადოება
ქოშიგორის დასახლებაში გზის რეაბილტიაცია დასრულდა
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა საბურთალოს რაიონში, ქოშიგორის დასახლებაში, გზის რეაბილიტაცია დაასრულა. დასრულებული სამუშაოები დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა. კახა კალაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არამარტო ცენტრალური რაიონები, არამედ დედაქალაქის გარეუბნებიც თანაბრად განვითარდეს. „ამ ტერიტორიაზე ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. წვიმიან ამინდსა და ზამთარში საერთოდ შეუძლებელი იყო გადაადგილება. ეს ადგილი ძალიან სწრაფად ვითარდება. 200-მდე ადამიანი მუდმივად ცხოვრობს და მოსახლეობის რაოდენობა მზარდია. შესაბამისად, მნიშვნელოვანი იყო ამ გზის მოწესრიგება და ჩვენ ეს პროექტი განვახორციელეთ. რაც მთავარია, ჩვენ არ ვართ ორიენტირებული მხოლოდ ცენტრალურ უბნებსა და ქუჩებზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თბილისის ყველა რაიონი და უბანი თანაბრად ვითარდებოდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, მისივე თქმით, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ქოშიგორის ქვედა მონაკვეთსაც ჩაუტარდება. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1150 მეტრი სიგრძის მონაკვეთს, მოეწყო 5 მეტრის სიგანის საავტომობილო გზა გვერდულებით და დაიგო 5750 კვადრატული მეტრი ასფალტის ახალი, ორფენიანი საფარი. გზის რეაბილიტაცია კომპანია „ენ სი სიმ“ აწარმოა. სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 321 577 ლარი დაიხარჯა. ქოშიგორის დასახლებაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მერთან ერთად, თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გალაქტიონ ბუაძემ, საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ და რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა თბილისის საკრებულოში ავთანდილ ცინცაძემ დაათვალიერეს.
(NS)
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)