|
2019-03-08 10:17:55, 1303 ნახვა
საზოგადოება
ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ახლადმოწყობილ სკვერს სატრენაჟორო სივრცეც დაემატება
ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე, სატრანსპორტო კვანძთან მდებარე ახლადმოწყობილ სკვერთან ტრენაჟორებიც დაიდგმება. აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოქალაქე სპარტაკ ბაგალაშვილის თხოვნის საპასუხოდ, ვიდეოდიალოგის ფორმატში გააკეთა. კახა კალაძის თქმით, თუ გამგეობას ამის შესაძლებლობა არ აქვს, თბილისის მერია მზადაა, ჩაერთოს პროექტის განხორციელებაში. „ცინცაძე-კარტოზიას სატრანსპორტო კვანძთან ახლო ძალიან ბევრი გამწვანების სამუშაო განხორციელდა და ძალიან ლამაზი სივრცე შეიქმნა, სადაც იქ მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, ჩამოვიდნენ და დაისვენონ. იქვე, გვერდით არის ადგილი, რომელიც საკმაოდ მოუწესრიგებელი იყო და შეიძლება ამ პროექტის განხორციელება დავაყენოთ ტრენაჟორები, რომ ადამიანებს ვარჯიშის შესაძლებლობაც მიეცეთ. თუ გამგეობა ამას ვერ მოახერხებს, თბილისის მერია მზადაა, ჩაერთოს ამ პროექტის განხორციელებაში“, - განაცხადა თბილისის მერმა. თბილისის მოსახლეობასთან ვიდეოდიალოგს დედაქალაქის მერი ვიცე-მერთან და ხუთ გამგებელთან ერთად წარმართავს. პირდაპირი ჩართვა კახა კალაძის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მიმდინარეობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)