23:31 - 21 Jul, 2026
|
2019-03-08 10:41:42, 1455 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია ელიავას ბაზრობის საკითხის გადაწყვეტის ორ ვარიანტს განიხილავს
თბილისის მერია ელიავას ბაზრობის საკითხის გადაწყვეტის ორ ვარიანტს განიხილავს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ფეისბუქზე“ მიმდინარე ვიდეოდიალოგში ისაუბრა, სადაც მოქალაქის შეკითხვას გამოეხმაურა. „ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ის რაც დღეს ხდება ელიავას ბაზრობაზე, კატეგორიულად მიუღებელია. ერთია მისი გადატანის შესაძლებლობა და ყველანაირი პირობა უნდა შევუქმნათ ამ ადამიანებს, რომ დაეხმაროს მუნიციპალიტეტი და მეორეა, რომ ყველაფერი ისე გაკეთდეს, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია და მოეწყოს თანამედროვე სავაჭრო ცენტრი, რომელიც ყველანაირ უსაფრთხოების ზომებს დააკმაყოფილებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მერის თქმით, უკვე გაიმართა რამდენიმე შეხვედრა ბაზრობის მეპატრონეებთან და მათი მხრიდან ამ საკითხისადმი დამოკიდებულება ჯანსაღია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)