14:44 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-06 14:01:11, 2122 ნახვა

რეგიონი
ზაალ მიქელაძემ თურქული გემების ეკიპაჟს უმასპინძლა

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ თურქული გემების „TCG FATİH“ და „TCG KILIÇ“ კაპიტანსა და ეკიპაჟის წევრებს აჭარის მთავრობის სახლში უმასპინძლა.

შეხვედრას ბათუმის ვიცე მერი თენგიზ პეტრიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი გოგი ფუტკარაძე ესწრებოდნენ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რომელიც წლებია აქტიურად მიმდინარეობს. ასევე ხაზი გაესვა სახელმწიფოთაშორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა მხარეებს შორის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ ერთობლივი წვრთნების ჩატარების მნიშვნელობაზე.

„თურქეთის რესპუბლიკა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია. მხარეთა შორის თანამშრომლობა მზარდია როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკურ, კულტურულ-ჰუმანიტარულ, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ჩვენი ქვეყნების პარტნიორობის წარმატება ეფუძნება არამხოლოდ გეოგრაფიულ მდებარეობას, არამედ საერთო მიზნებსა და ხედვებს რეგიონის მდგრადი და მშვიდობიანი განვითარებისათვის. მნიშვნელოვანია, რომ თურქეთი, როგორც საქართველოს მეზობელი და ნატოს წევრი სახელმწიფო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რისთვისაც მადლობას მოგახსენებთ” - აღნიშნა ზაალ მიქელაძემ.

პროექტის „ცისფერი სამშობლო 2019“ ფარგლებში ჩატარდება ერთობლივი წვრთნები ორი თურქული გემის - „TCG Fatih“ და „TCG Kılıç“ ეკიპაჟის წევრებისა და საქართველოს სანაპირო დაცვის ერთეულების მონაწილეობით. ► 6 მარტს 14:00-დან 16:00 საათამდე, ხოლო 7 მარტს 10:00-დან 12:00 საათამდე პერიოდში გემები ვიზიტორთათვის ღია იქნება.

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მომსახურების სააგენტო პირებს ვისაც 365-დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესს ამარტივებს
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics