|
2019-03-06 11:36:35, 1458 ნახვა
საზოგადოება
CO-თი მოწამვლისა და გარდაცვალების 70% გაქირავებულ და დაგირავებულ ბინებში ხდება
კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, CO-თი მოწამვლისა და გარდაცვალების 70% გაქირავებულ და დაგირავებულ ბინებში ხდება. კომპანია გაქირავებული და დაგირავებული ბინების მეპატრონეებს აფრთხილებს, სასწრაფოდ ჩახსნან ღია წვის კამერიანი წყალგამაცხელებლები. “კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ აფრთხილებს გაქირავებული და დაგირავებული ბინების მეპატრონეებს! სასწრაფოდ ჩახსენით ღია წვის კამერიანი წყალგამაცხელებლები (ე.წ.კალონკები) და გაზგამათბობლები, ასევე, ნუ გამოიყენებთ კორპუსის სავენტილაციო არხებს საკვამლე მილების დასაერთებლად, რადგან ამით კლავთ თქვენს კორპუსში მცხოვრებ სხვა მობინადრეებს. გაუფრთხილდით თქვენი ოჯახისა და მეზობლების უსაფრთხოებას. სტატისტიკის მიხედვით, CO-თი მოწამვლისა და გარდაცვალების 70% გაქირავებულ და დაგირავებულ ბინებში ხდება, რადგან ბინის მეპატრონეები ნაკლებად იცავენ უსაფრთხოებას იქ, სადაც თავად არ ცხოვრობენ, რაც დანაშაულია“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)