14:42 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-04 10:38:04, 1585 ნახვა

რეგიონი
შუახევში, ომში დაღუპული გმირების დედებს დედის დღე მიულოცეს

დედის დღესთან დაკავშირებით, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძესთან და მერის მოადგილე რუსუდან შავაძესთან ერთად ბუთურაულში, აგვისტოს ომში დაღუპული გმირის ოჯახს ესტუმრა.

შუახევის მერმა იაგო მიქელაძის დედას ეთერ მიქელაძეს, დედის დღე მიულოცა და საჩუქარი გადასცა.

იაგო მიქელაძე, ცხინვალის მისადგომებთან 8 აგვისტოს დაიჭრა, მოგვიანებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის სახელობის მეორე ხარისხის ორდენით.

დედის დღესთან დაკავშირებით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარების პროგრამის ფარგლებში, ომში დაღუპული ჯარისკაცების დედებს და მეუღლეებს 1,000-1,000 ლარი გადასცა.

დღესვე, ფრიდონ ფუტკარაძე ხელმძღვანელ პირებთან და აჭარის საგზაო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ რაულ ბერიძესთან ერთად აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ფრიდონ მახარაძის ოჯახს სტუმრობდა. ომის მონაწილის დედას გუგული მახარაძეს დედის დღე მიულოცა და ფასიანი საჩუქრი გადასცა.

ფრიდონ მახარაძე 1993 წლის 27 სექტემბრიდან ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით.

„გაზაფხულის ამ ლამაზ დღეს ვულოცავ ყველა ქალბატონს, მომავალ დედებს. განსაკუთრებთ კი მინდა მივულოცო ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მეომრების დედებს და მადლობა გადავუხადო გმირი შვილების გაზრდისთვის“, - განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მომსახურების სააგენტო პირებს ვისაც 365-დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესს ამარტივებს
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics