|
2019-02-26 15:15:08, 1442 ნახვა
კომენტარი
ბაქრაძე: დღეს გამოჩნდა, რომ TBC-ს საქმე არა ბანკსა და მარეგულირებელს შორის დავა, არამედ პოლიტიკური საქმეა
"ევროპული საქართველოს" ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, "თიბისი ბანკის" საქმეში ხელისუფლების ინტერესი დიდია, რაც დღეს საკომიტეტო სხდომის ჩაშლაშიც აისახა. როგორც ბაქრაძეს ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ პროცესში საპარლამენტო უმრავლესობა მხარეა. "დღევანდელ სხდომაზე ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა ორი რამ: პირველი რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არ აღმოჩნდა მზად პასუხი გაეცა დეპუტატების და საზოგადოების კითხვებისთვის და მეორე და მთავარი, ამ სხდომის ჩაშლით უმრავლესობა დაფიქსირდა როგორც პოლიტიკური მხარე. უმრავლესობამ ნებით თუ უნებლიეთ ან აშკარად განზრახვით აიღო პასუხისმგებლობა "თიბისი ბანკის" საქმეზე და ნათლად გამოაჩინა, რომ "თიბისის" საქმე, ეს არ არის დავა მარეგულირებელსა და ბანკს შორის. "თიბისის" საქმე, ეს არის პოლიტიკური საქმე, რომელსაც გააჩნია მკაფიო პოლიტიკური განზომილება და უმრავლესობის მთელი ქცევა, მათ შორის, კომიტეტის ჩაშლა, ის ინიციატივები და იდეები, რომლითაც ისინი გამოდიოდნენ ცალსახად მიანიშნებს იმაზე რომ დღეს უმრავლესობის ამოცანა იყო სხდომა ჩაშლილიყო, საზოგადოებას არ მიეღო პასუხები. როდესაც საქმეში დაინტერესებულ მხარედ ჩართულია პოლიტიკური მხარე და საპარლამენტო უმრავლესობა, ეს აღარ ტოვებს აღარანაირ კითხვის ნიშანს, რომ ეს არის პოლიტიკური ინტერესის მატარებელი საქმე.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)