00:39 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-22 16:25:58, 1053 ნახვა

საზოგადოება
​რამიშვილი დეკანოზის გადაყვანაზე: პირადი ექიმი იყო წინააღმდეგი - ადამიანი სასაკლაოზე წაიყვანეს

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ციხის საავადყოფოში გადაყვანა მკურნალი ექიმის ნებართვის გარეშე მოხდა. 

როგორც რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ადვოკატებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს დალაპარაკებოდნენ. მან აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ღუდუშაურის კლინიკიდან გაყვანა დაჩქარებული წესით მოხდა. 

"ამას გადაყვანა არ ჰქვია, ამას ჰქვია მოტაცება. როგორც მოიტაცეს პირველად მამა გიორგი აეროპორტიდან, ისე მოიტაცეს დღეს საავადმყოფოდან. ეს ყველაფერი მოხდა ფორსმაჟორულ სიტუაციაში, ისე რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან მობრძანებული ექიმი, რომელიც ძალიან მონდომებით ითხოვდა, რომ ეს პროცედურა დაჩქარებულიყო და მამა გიორგი გადაეყვანათ მე-18 დაწესებულებაში. ამ ზეწოლის ფონზე შემიძლია ვთქვა, რომ ღუდუშაურის კლინიკის პერსონალი მაქსიმალურად ცდილობდა, რომ ეს ყველაფერი აღმოეფხვრა. მისი პირადი ექიმიც კი, ამ ზეწოლის პერიოდში ცუდად გახდა. ამას ესწრებოდა ჩემი კოლეგა ბატონი დავით ჯანდიერი, ასევე ესწრებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი. ყველა გზა გადაუკეტეს, რომ ადვოკატებს მასთან ურთიერთობის საშუალება არ გვქონოდა. დღევანდელი მისი გადაყვანა არის პირდაპირი მიზანი, რომ მის სიცოცხლეს რეალური საფრთხე დაემუქროს. ასეთი ქმედებებით უკვე მარტო დეკანოზის სიცოცხლეს კი არ ელის საშიშროება, არამედ ნებისმიერს ვინც ამ საქმეში ვართ ჩართული. გარკვეული პირები, რომლებიც ასე ბოგინობენ საპატრიარქოდან თუ საერო პირებიდან, უნდათ, რომ ეს საქმე ფატალური შედეგით დაასრულონ. პირადი ექიმი იყო წინააღმდეგი. ადამიანი წაიყვანეს სასაკლაოზე", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. 

ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკიდან, სადაც ის 14 თებერვლიდან მკურნალობდა, ციხის საავადყოფოში გადაიყვანეს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
რუსეთმა ზაპოროჟიეს საცხოვრებელ ზონაში იერიში მიიტანა: ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics