|
2019-02-20 11:01:49, 1077 ნახვა
კომენტარი
ირაკლი მეზურნიშვილი: 2018 წლის მონაცემებით უმუშევრობის დონემ საქართველოში უკანასკნელი 15 წლის ისტორიულ მინიმუმს მიაღწია
2018 წლის მონაცემებით უმუშევრობის დონემ საქართველოში უკანასკნელი 15 წლის ისტორიულ მინიმუმს მიაღწია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანა განვითარების სწორ გზაზე დგას. „წინა წელთან შედარებით უმუშევრობის აბსოლუტური მაჩვენებელი 276 ათასიდან 245 ათასამდეა შემცირებული. დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ კი პირველად გადაუსწრო თვითდასაქმებულთა რაოდენობას და 50.8 პროცენტი შეადგინა. ცნობისთვის 5 წლის წინ ეს მაჩვენებელი 42.5 პროცენტს შეადგენდა, 10 წლის წინ კი მხოლოდ და მხოლოდ 39 პროცენტს უდრიდა. აღნიშნული შედეგები ბოლო დროინდელი რეფორმების სისწორეზე მეტყველებს და კიდევ უფრო მეტად ხელშესახებ შედეგებს მოიტანს, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაანონსებული, ყოველწლიურად 50 ათასამდე ადამიანის პროფესიული გადამზადების პირობებში“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)