|
2019-02-19 13:01:05, 1189 ნახვა
კომენტარი
ბობოხიძე - აკაკი ზოიძე შევარდნაძის დროს ვიცე-პრემიერი იყო და ხალხს არწმუნებდა, ბანკში ანაბრები შეეტანათ
„მინდა მოსახლეობამ იცოდეს, რომ ბატონი კაკი [აკაკი ზოიძე] პირველად არ ატყუებს ხალხს, როგორც მაღალი რანგის პოლიტიკოსი“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ საპენსიო რეფორმაზე საუბრისას განაცხადა. როგორც ბობოხიძემ აღნიშნა, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დროს დეპუტატი აკაკი ზოიძე სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო და ხალხს არწმუნებდა, ბანკში ანაბრები შეეტანათ. „ის შევარდნაძის ხელისუფლების დროს იყო სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, ანუ ვიცე-პრემიერი. ბატონო კაკი, თქვენზე უფრო მაღალი ავტორიტეტის პიროვნება გვარწმუნებდა, რომ თუ ანაბრებს შევიტანდით ბანკში, გასამმაგდებოდა და გასამმაგდა, შემდეგ კი გვექნებოდა უზრუნველი და ღირსეული სიბერე. რაც მაშინ დამართეთ ხალხის ანაბრებს, ზუსტად იგივეს დამართებთ დღეს და არ გაგახსენებდით იმ წარსულს, რომ იგივე გზას არ ადგეთ დღეს - მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრას და მოსახლეობის კიდევ ერთხელ მოტყუებას. თქვენ, ჭკვიანები, ეუბნებით ხალხს, რომ „თქვენ არ გყოფნით გონიერება და თქვენთვის არის კარგი, რომ საპენსიო ფონდში ფული შეიტანოთ“, თავად თქვენ დანაზოგები ანაბრებზე გაქვთ განთავსებული. თუ მაინცდამაინც უნდა აიძულოთ ხალხი და თქვენ არჩევანი ანაბრების სასარგებლოდ გააკეთეთ, იქნება ანაბრებზე მაინც აიძულოთ ხალხს და არა თაქვენ წაართვათ ფული ძალიან დიდი ხნით, შეიძლება განუსაზღვრელი ვადით და მუდმივად სარგებლობისთვის. ბატონი კაკის მთავრობამ ეს აფიორა ერთხელ უკვე ჩაუტარა საქართველოს მოსახლეობას“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)