14:12 - 19 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-19 12:46:13, 1037 ნახვა

საზოგადოება
FAO: 2018 წელს საქართველოში ჯილეხის შემთხვევები შემცირდა

სურსათის ეროვნულ სააგენტოში არსებული სტატისტიკის თანახმად 2018 წელს, ადამიანებსა და ცხოველებში ჯილეხის შემთხვევები შემცირებულია. 2017 წელს 100, 000 მოსახლეზე 0.9 ჯილეხის შემთხვევაა ფიქსირდებოდა, 2018-ში კი აღნიშნული ნიშნული 0.6 შემთხვევამდე შემცირდა. ანალოგიურ პერიოდში, 15 შემთხვევიდან 11-მდეა შემცირებული ჯილეხის შემთხვევები ცხოველებში.

2014 წლიდან, როგორც ადამიანებში ასევე ცხოველებში ჯილეხის შემთხვევები კლების ტენდენციით ხასიათდება. თუ 2013-ში ასი ათას მოსახლეზე ჯილეხის3.2 შემთხვევა ფიქსირდებოდა, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 0.6-მდე ანუ 5-ჯერ შემცირებულია. ადამიანების მსგავსად კლებაა ცხოველებში ფიქსირებულ შემთხვევებში, რომელიც 2013 წელს არსებული 40 შემთხვევიდან, 2018 წელს დაფიქსირებულ 11 შემთხვევამდეა დაკლებული.


ჯილეხი ზოონოზური (ცხოველიდან ადამიანზე გადამდები) დაავადებაა, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს, ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ადამიანებსადა ცხოველებში, დაავადება შეიძლება ლეტალური შედეგითაც დასრულდეს.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დააკავეს პირი, რომელმაც თელავში, ქორწილში რუს ქალს დაარტყა
ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება
თბილისის ერთ-ერთი მაღაზია ერთ თვეში მეოთხედ გაძარცვეს
სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის წერილზე: ეს სტანდარტული პასუხის გარდა სხვა არაფერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics