23:54 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-14 13:08:51, 975 ნახვა

საზოგადოება
თბილისში, პეტრიაშვილისა და ბარნოვის ქუჩების კვეთაზე, ავტომანქანების გადაადგილება შეიზღუდა

თბილისში, პეტრიაშვილისა და ბარნოვის ქუჩების კვეთაზე, ავტომანქანების გადაადგილება შეიზღუდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი GWP-ს მიერ საგზაო სამუშაოების წარმოებაა.

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ  შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“  (gwp) მიერ საგზაო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით, თბილისში, ვ. პეტრიაშვილის  და ა. ბარნოვის ქუჩების კვეთაზე, მიმდინარე წლის 14 თებერვალს, 13:00 საათიდან, 15 თებერვლის 02:00 საათამდე  ავტომანქანების გადაადგილება შეიზღუდება.

კერძოდ: პეტრიაშვილის ქუჩიდან ამოსული ნაკადი იმოძრავებს ბარნოვის ქუჩით მგვალი ბაღის მიმართულებით.

მრგვალი ბაღიდან ბარნოვის ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანები, პეტრიაშვილის ქუჩის ნაცვლად ისარგებლებენ ნაფარეულის ქუჩით.

ხოლო ა. ბარნოვის ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანები ისარგებლებენ შანიძის ქუჩით და შემდეგ სასურველი მიმართულებით გადაადგილდებიან“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Axios: სომხეთმა გამოაცხადა შეერთებული შტატებისგან თავდაცვის ტექნოლოგიების შეძენის შესაძლებლობა.
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის საწყობზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics