21:23 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-12 15:15:20, 879 ნახვა

საზოგადოება
შინდისში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული სივრცე მოეწყო

მთაწმინდის გამგეობამ შინდისში კომბინირებული სპორტული მოედნის მშენებლობა და მის მიმდებარედ ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა დაასრულა.

სპორტული სივრცის მოწყობისთვის განხორციელებულ სამუშაოებს რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

„ყველა პირობა უნდა შევქმნათ იმისთვის, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მოსახლეობაში მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი. ახალგაზრდები ენთუზიაზმით ხვდებიან მსგავსი პროექტების განხორციელებას, რაც სასიხარულოა.  ჩვენ უფრო უნდა გავზარდოთ მოტივაცია მათში, რის გამოც სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტად გვაქვს განსაზღვრული“, - აღნიშნა დავით კირკიტაძემ.

შინდისის თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სპორტული სივრცე განკუთვნილია, როგორც ფეხბურთის, ასევე, კალათბურთის სათამაშოდ და აღჭურვილია  შესაბამისი ინვენტარით.  სათამაშო ტერიტორია და საფეხმავლო ბილიკი არმირებული ფილებით მოპირკეთდა, რაზეც ბალახის ხელოვნური საფარი დაიგო, ასევე, განათების ქსელი დამონტაჟდა.

პროექტის ფარგლებში, მოედნის ირგვლივ არსებულ ფერდთან გრუნტის დამჭერი კედელი აშენდა და გაბიონი მოეწყო, მიმდებარე სივრცე კი მოასფალტდა, სადაც პარკინგია შესაძლებელი.

ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 319 ათასი ლარი დაიხარჯა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics