19:37 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-08 17:04:01, 1019 ნახვა

საზოგადოება
შრომითი პირობების გაუმჯობესების მიზნით სოციალურმა მუშაკებმა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართეს

სოციალური მუშაკები სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს.

მათი მთავარი მოთხოვნა მთავარი მოთხოვნა ეფექტური სერვისების ჩამოყალიბება და მინიმალური შრომითი პირობების შექმნაა.

ამასთან, მათ დღეს განცხადებით ჯანდაცვის სამინისტროს მიმართეს, სადაც მენეჯმენტის არაეფექტურობაზეც არის საუბარი. მაგალითისთვის სოციალურ მუშაკებს 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა მოჰყავთ.

მოთხოვნები, რასაც სოციალური მუშაკები აყენებენ იყოფა ორ ნაწილად. პირველი: სისტემურ დონეზე დაიგეგმოს ცვლილებები, რომელზეც უნდა იმუშაოს იმ სამუშაო ჯგუფმა და იმ ფორმატში, რასაც სოციალური მუშაკები სთავაზობენ დამსაქმებელს. კერძოდ, ჯგუფში უნდა წევრიანდებოდნენ მოქმედი სოციალური მუშაკები, უშუალოდ ველზე მოქმედი სოციალური მუშაკები, რომელთაც ყველაზე კარგად იციან პრობლემები. მეორე: აქ უნდა იყვნენ სფეროს ექსპერტები, რომელთაც სოციალური მუშაობა შემოიტანოს და დააფუძნეს საქართველოში და მისი კონცეფცია განავითარეს; და მესამე: არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სარგებლობენ საზოგადოების ნდობით და აქვთ შესაბამისი მანდატი. მეორე ნაწილი სოციალური მუშაკები ეხება სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, რაც არის უმნიშვნელოვანესი იმიტომ, რომ სოციალური მუშაკები მათზე დაკისრებული სამუშაო რაოდენობის ამ სამუშაოს სირთულის სუპერვიზიის არ არსებობის გამო რეალურად, ვერ ახერხებენ, საქართველოში განახორციელონ სოციალური მუშაობა“, - განაცხადა საინიციატივო ჯგუფის წევრმა, ქეთი ხუციშვილმა „რუსთავი 2“- თან საუბრისას.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics