17:58 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-07 19:07:17, 1324 ნახვა

საზოგადოება
ბატიაშვილი: რეგიონს და დედაქალაქს შორის 8-9 ქულით არის განსხვავება უნარების შეფასებებში, იმიტომ რომ ისინი ვერ ემზადებიან

„რეგიონს და დედაქალაქს შორის 8-9 ქულით არის განსხვავება უნარების შეფასებებში, იმიტომ რომ ისინი ვერ ემზადებიან, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბარიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, ეროვნული გამოცდების რეფორმა მიმართულია იმისკენ, რომ გაიზარდოს უნივერსიტეტების ავტონომია.

 „უნარების გამოცდების შემოღებას თავდაპირველად ჰქონდა კეთილშობილური მიზანი, კერძოდ, სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრა. რეალურად, სტატისტიკური მონაცემით, უნარები გადაიქცა ცალკე სფეროდ – კონსულტანტებით, ლიტერატურით. ის ამოცანა, რაც გვქონდა, რომ აღმოგვეფხვრა სოციალური უთანასწორობა, ვერ შესრულდა“, – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, მათ შეეძლებათ ნებისმიერი საგანი მოითხოვონ მისაღებ გამოცდებზე, რომლის ჩატარებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნვეყოფილს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს ხედვა ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის და მუშაობა გრძელდება უნივერსიტეტების ჩართულობით. ზოგიერთი უნივერსიტეტი უკვე აქტიურად მუშაობს იმაზე, თუ რომელ საგნებს მიანიჭოს უპირატესობა მისაღებ გამოცდებზე. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics