11:43 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-07 19:08:39, 696 ნახვა

რეგიონი
გამწვანების აქციას თორნიკე რიჟვაძე შვილთან ერთად შეუერთდა

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გამწვანების სამსახურის მიერ ორგანიზებულ პროექტში მიიღო მონაწილეობა.   პროექტი - "სილამაზე და ჯანსაღი გარემო ბათუმის ქუჩებში" ითვალისწინებს 70 ერთეული სხვადასხვა სახეობის ხემცენარის დარგვას გმირთა ხეივანში.

პირველი ნერგი თორნიკე რიჟვაძემ შვილთან ერთად დარგო და აღნიშნა, რომ მსგავსი აქციები ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ,,დღეს მონაწილეობა მივიღე გამწვანების აქციაში. დავრგეთ სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი მცენარეები. გამწვანების აქცია მოგვცემს საშუალებას გვქონდეს უფრო გალამაზებული და მწვანე გმირთა ხეივანი. დარწმუნებული ვარ, ბათუმელები სიამოვნებით ისეირნებენ აქ", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

პროექტის ფარგლებში დაირგო ირმის რქა, დეკორატიული ვაშლის და წითელი ტყემლის ხეები.  ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურს წლის ბოლომდე 4000 -მდე ხემცენარის დარგვა აქვს დაგეგმილი.

გამწვანების აქციას ბათუმის მერი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დეპუტატები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.
 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულირება მკაცრდება - მთავრობა ცვლილებათა პაკეტს ამზადებს
2026 წლის I კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების კომერციული შემოსავალი 64%-ით გაიზარდა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ტრამპი: აშშ-სა და ჩინეთს თავისი შეხედულებები აქვთ ირანის ომის დასრულების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics