10:43 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-07 12:48:37, 1448 ნახვა

კომენტარი
ფოფხაძე: იმის გარკვევას ვინ უნდა წავიდეს და ვინ დარჩეს, ჯობს გადავწყვიტოთ რა ღირებულებებით გვინდა აქტივობის გაგრძელება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის განცხადებით, პარტია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში დაფიქსირებულ პოზიციას არ იზიარებს. 

როგორც ფოფხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გუნდში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა საბოლოოდ კონსენსუსი ჯერ მიღწეული არ არის. დეპუტატმა დასძინა, რომ პარტიის რამდენიმე წევრს სჭირდება გარკვეული პერიოდი, რათა საბოლოო პოზიციაზე შეჯერდეს. 

"აზრთა სხვადასხვა, რომ არის ეს ბუნებრივია. ეს აზრთა სხვადასხვაობა რამდენად გამოიწვევს ჩვენსა და გუნდს შორის დისტანცირებას, ამაში ჩვენ უნდა გავერკვეთ. ამიტომ, ჩვენ ახლა ვფიქრობთ და ვსაუბრობთ ერთმანეთთან როგორც გუნდიდან წასვლის ასევე გუნდში დარჩენის საკითხზე. შესაბამისად გადაწყვეტილების მისაღებად დრო გვჭირდება. ჩვენთვის არის მთავარი უზენაესი სასამართლოს მიმართებაში გადაწყვეტილება, ამიტომ თუ ჩვენ გვექნება რესურსი გუნდის ფარგლებში რაიმე სარგებელი მოვუტანოთ ამ პროცესს ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ ამ ეტაპზე ჩვენი პოზიციით და წინადადებებით, რომ ამ პროცესს წავეშველოთ. მეორე მხრივ, როდესაც პარტიამ დააფიქსირა თავისი პოზიცია პოლიტსაბჭოს განცხადების სახით, იმ განცხადებაში ასახული პათოსი ჩვენთვის, რბილად რომ ვთქვათ ,ისაღები არ არის. ჩვენ, ჩვენი პოზიციის დაფიქსირება, რეალიზაცია გუნდის ფარგლებში რამდენად შესაძლებელი იქნება, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. ჩვენთვის პრინციპულია პროცესზე ზეგავლენა მოვახდინოთ. ამ ეტაპზე კატეგორიულ პოზიციას არ ვაფიქსირებთ. იმისათვის, რომ ერთიანი პოზიცია გვქონდეს, რამდენიმე დღე დაგვჭირდება. არამგონია პოლიტიკოსმა საკუთარ თავს თვითონ დაუყენოს ქვიშის საათი. გადაწყვეტილებას უსასრულო დრო არ სჭირდება. უბრალოდ გვჭირდება შეჯერება. ბევრს გვაქვს განსხვავებული აზრი, მაგრამ ეს არ არის იმის საფუძველი, რომ საიდანღაც წახვიდე. იმის გარკვევას ვინ უნდა წავიდეს და ვინ დარჩეს, ჯობს გადავწყვიტოთ რა პოლიტიკური ღირებულებებით გვინდა აქტივობის გაგრძელება", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics