07:18 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-01 14:46:16, 1158 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე: ევროკავშირის ანგარიში არის კიდევ ერთი გზავნილი, რომ საქართველო მყარად დგას ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე

ეს არის კიდევ ერთი გზავნილი, რომ საქართველო მყარად დგას ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, - ასეთი შეფასება მისცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ყოველწლიურ ანგარიშს, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ გამოაქვეყნა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა დღეს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ევროკავშირის შეფასებით, ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებები  სრულდება დადგენილ ვადებში. 

„ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ყველაფერი გავაკეთეთ. ჩვენ ვადგავართ ძალიან სწორ ვექტორს - სრულად დასავლური დემოკრატიად ჩამოყალიბების გზაზე. გვაქვს ძალიან ბევრი წარმატება და დეტალურად გაწერილი სამოქმედო გეგმა, რომელსაც მივყვებით. ამ პროცესში  ჩვენი დასავლელი პარტნიორები სრულად გვიჭერენ მხარს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics