13:32 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-30 12:43:32, 904 ნახვა

საზოგადოება
NDI: 72% ფიქრობს, რომ კვალიფიკაციის მიუხედავად, დამსაქმებელმა ქართველებს უნდა მიანიჭოს უპირატესობა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა (56%) ფიქრობს, რომ საქართველომ უნდა შეზღუდოს ქვეყანაში ჩამომსვლელი უცხოელი იმიგრანტების რაოდენობა. ამ მოსაზრებას მოსახლეობის 37 პროცენტი არ ეთანხმება.

გარდა ამისა, გამოკითხულთა 72% ეთანხმება მოსაზრებას, რომ სამსახურში აყვანისას დამსაქმებელმა უპირატესობა უცხოელთან შედარებით ქართველს უნდა მიანიჭოს, კანდიდატის კვალიფიკაციის მიუხედავად, ხოლო 25% ამ პოზიციას არ იზიარებს. 

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 61 პროცენტი ასევე იზიარებს მოსაზრებას, რომ საქართველოში ეთნიკური მრავალფეროვნება მისი ძლიერი მხარეა და არა სუსტი.

რაც შეეხება მოსაზრებას, რომ უცხოელ იმიგრანტებს საქართველოს ეკონომიკაში მნივნელოვანი წვლილი შეაქვთ, გამოკითხულთა 46 პროცენტი ეთანხმება, 40 პროცენტი კი, არა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ Wildberry-ზე თავდასხმას უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ დარტყმებზე საპასუხოდ შეაფასა
მოსკოვისა და ტამბოვის ოლქებში მომხდარი დარტყმების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ქვრივიშვილი ჩინეთთან საქართველოს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებს ადიდებს
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სავაჭრო ჯიხურები დაიწვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics