12:24 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-28 12:49:04, 1178 ნახვა

საზოგადოება
NDI – გამოკითხულთა 62% თავს დასაქმებულად არ თვლის

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა თავს დასაქმებულად არ თვლის.

კერძოდ, კითხვას - „თვლით თუ არა თავს დასაქმებულად? (იგულისმხება ნახევარი ან სრული განაკვეთის თანამშრომელი, ოფიციალური ან არაოფიციალური თანამშრომელი, თვითდასაქმებული, მთავარია საქმიანობას მოჰქონდეს შემოსავალი)“ – 62%-მა უარყოფითად უპასუხა, 37%-მა დადებითად.

62%-დან, ვინც თავს დასაქმებულად არ თვლის, 34% აცხადებს, რომ სამსახურს ეძებს; 24% ამბობს, რომ პენსიონერია და არ არის დაინტერესებული სამსახურის პოვნით; 19%-მა აღნიშნა, რომ დიასახლისია.

კვლევა, 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,205 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ქვრივიშვილი ჩინეთთან საქართველოს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებს ადიდებს
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სავაჭრო ჯიხურები დაიწვა
ირანმა კვლავ შეუტია ქუვეითსა და საუდის არაბეთს
უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროგრესი დაბლოკა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics