02:19 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-07 15:52:14, 1710 ნახვა

კომენტარი
სერგი რატიანი: საშობაო ეპისტოლეს გამოყენება ხდება იმისთვის, რომ სიტყვის თავისუფლება შეზღუდონ

"ევროპული საქართველოს" წევრის სერგო რატიანის შეფასებით, პატრიარქის ეპისტოლეს პოლიტიკური ნიშნით გამოყენების მცდელობა იკვეთება. 

რატიანი მიიჩნევს, რომ საშობაო ეპისტოლეში სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებული აქცენტები, შეიძლება მედიის თავისუფლებისთვის შეზღუდვების დაწესების მიზეზი გახდეს. 

„პრეზიდენტის შემდეგ უკვე პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობს სიტყვის თავისუფლებაზე. მიანიშნებს და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისინი გეგმავენ რეგულაციების შემოღებას. მით უმეტეს შემაშფოთებელია, როდესაც რელიგიური მოწოდების, ამ საშობაო ეპისტოლეს გამოყენება ხდება და ვხედავთ რომ გამოყენება ხდება, პოლიტიკური ნიშნით და თავისუფლების შეზღუდვით. ეპისტოლე გულისხმობს, როგორც წესი, ურთიერთპატივისცემისკენ მოწოდებას და ჩვენ ვხედავთ, რომ ამის გამოყენების მცდელობა არის იმისთვის, რომ შეზღუდონ სიტყვის თავისუფლება", - აღნიშნა სერგო რატიანმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics