02:19 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-03 19:11:22, 1502 ნახვა

საზოგადოება
სასწრაფო დახმარების ჯგუფები, რეგიონების მასშტაბით, ჯამში 9 030 გამოძახებაზე გავიდნენ

31 დეკემბერსა და 1-2 იანვარს სასწრაფო დახმარების ჯგუფები რეგიონების მასშტაბით, ჯამში 9 030 გამოძახებაზე გავიდნენ, საიდანაც ინტოქსიკაციის 156 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო პიროქტექნიკით დაშავებულთა რაოდენობამ 32 შეადგინა, - ამის შესახებ დაგეგმარების, ხარისხისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა ამირან გოგიტიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საახალწლო პერიოდში, რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მოსახლეობას დახმარებას ინტენსიურად უწევდნენ.

„რაც შეეხება, უშუალოდ დაზიანებების ხარისხს, იყო როგორც მსუბუქი, ისე საშუალო სიმძიმის დაზიანებები. ნაწილს დასჭირდა კლინიკაში გადაყვანა და ნაწილს ბრიგადებმა დახმარება ადგილზე გაუწიეს“, - აღნიშნა ამირან გოგიტიძემ.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics