00:48 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-29 15:32:26, 1947 ნახვა

კომენტარი
მეუფე იაკობი - გახარია პრემიერი ვერ გახდება, თუ ზემოთ რაიმე წინსვლა დაიწყო, ჩამოვაგდებ რა

„გიორგი გახარია ჩემთვის ჩვეულებრივი მოსკოვის კაცია. თუ რამე წინსვლა ზემოთ დაიწყო, ჩამოვაგდებ რა“, - ამის შესახებ პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მან შს მინისტრის, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობა გამორიცხა და აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში მთავრობას ეკლესიასთან დიდი პრობლემა ექნება.

„გახარიასთან მე არ მაქვს ნორმალური ურთიერთობა, არ არის ისეთი რაღაცა ვიღაცას რაღაცა ვაპატიო, რაც საპატიებელი არ არის. კანონპროექტზე არ გეუბნებით, სხვა რამე, იცის თვითონ. კანონპროექტი არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რასაც აპირებდა. ხელმძღვანელობამაც რომ გაუგოს, ალბათ მოიშორებენ. გახარია ჩემთვის ჩვეულებრივი მოსკოვის კაცია. თუ რამე წინსვლა ზემოთ დაიწყო, ჩამოვაგდებ რა. ეგ პრემიერი ვერ გახდება, თუ გახდა ეკლესიასთან მთავრობას დიდი პრობლემა ექნება რა“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics