21:36 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-25 18:37:11, 1205 ნახვა

საზოგადოება
ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი -2“-ის ორგანიზებით საახალწლო კონცერტი გაიმართა

კომპოზიტორთა კავშირში ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი -2“-ის ორგანიზებითა და სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით საახალწლო კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდა.

ღონისძიების ბოლოს, ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი 2“-ის დირექტორი ლელა უბილავა, მასწავლებლები და მოსწავლეები პროექტში - „აფხაზეთის დღეები ნიდერლანდების სამეფოში“ წარმატებული მონაწილეობისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ. ასევე,  აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლე-ახალგაზრდობის სამუსიკო განათლებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური და აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისთვის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი 2“-ის სასწავლო ნაწილის გამგე მარინა გერგედავა და იურისტი ანა შარია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics