|
2018-12-24 14:42:14, 956 ნახვა
საზოგადოება
აღმასრულებლებმა 2018 წელი შეაჯამეს
აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლებმა წლიური ანგარიში წარადგინეს. საქართველოს მასშტაბით თითოეულმა სააღსრულებო ბიურომ 2018 წელი შეაჯამა და სამომავლო გეგმები წარმოადგინა. მომავალი წლის გამოწვევების შესაბამისად გაიწერა აქტივობებიც. აღმასრულებლებმა ხაზი გაუსვეს მორიგებისა და განწილვადების მაჩვენებლის ყოველწლიურ ზრდას. დაიგეგმა, რომ ანგარიშების წარდგენას პერმანენტული ხასიათი მიეცეს და წელიწადში ორჯერ გაიმართოს. შეხვედრას აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე, მოადგილეები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. აღსრულების ეროვნული ბიურო ფუნქციონირებას რვა ტერიტორიული ბიუროს მეშვეობით ახორციელებს. ბიუროები საქართველოს მასშტაბით ისეა გადანაწილებული, რომ აღსრულება მოქალაქეებისთვის ნებისმიერ რაიონშია ხელმისაწვდომი. აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები განთავსებული არიან იუსტიციის სახლებში და საქმისწარმოების დაწყება თუ სხვა დამატებითი ღონისძიებების განხორციელება მომხმარებელს ნებისმიერ იუსტიციის სახლში შეუძლია მიუხედავად ტერიტორიული კუთვნილებისა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)